რეზონანსი
18.05.2022

ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახური (EEAS) ჟოზეფ ბორელსა და ირაკლი ღარიბაშვილს შორის გამართულ შეხვედრაზე განცხადებას ავრცელებს.

„შეხვედრის დროს ჟოზეფ ბორელმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის მხარდაჭერას საქართველოს მედეგობის გასაძლიერებლად უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებული და გაუმართლებელი შეჭრის კონტექსტში. მან ასევე დაადასტურა ევროკავშირის მტკიცე ერთგულება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში", - ნათქვამია განცხადებაში.

ბორელმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის მტკიცე განწყობას კიდევ უფრო გააღრმავოს ურთიერთობები საქართველოსთან, რათა ქვეყანა კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროკავშირს.

„ამ კონტექსტში მან ხაზი გაუსვა პარტიებს შორის თანამშრომლობისა და შიდა პოლიტიკურ ძალებს შორის ერთიანობის მნიშვნელობას, რაც საკვანძოა საქართველოში დემოკრატიის განმტკიცების მნიშვნელოვან რეფორმებში კონკრეტული და სწრაფი პროგრესის მისაღწევად. ევროკავშირი მზად არის, თან ახლდეს საქართველოს ამ ძალისხმევაში, განსაკუთრებით შიდა პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევაში და სასამართლო რეფორმის ინკლუზიური და სანდო დღის წესრიგის გზაზე. ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის წარდგენის გათვალისწინებით. საქართველო ევროპულ ოჯახს მიეკუთვნება", - აღნიშნულია განცხადებაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×