რეზონანსი
20.05.2022

ჟურნალისტი, პიარმენეჯერი თამუნა გომართელი ამბობს, რომ პატარაობიდანვე ძალიან პირდაპირი იყო. იგი ერთ ასეთ ისტორიას იხსენებს:

„ძალიან პირდაპირი, გულწრფელი ბავშვი ვიყავი. არაფერზე ვიხევდი უკან და სიმართლეს ყოველთვის პირში ვახლიდი ადამიანებს. ამაზე დედა სულ მსაყვედურობდა და მეუბნებოდა: სიმართლე ზოგჯერ ადამიანებს გულს სტკენსო. ერთხელ სამსახურში წამიყვანა და მის თანამშრომელს პირდაპირ მივახალე: რამხელა ცხვირი გაქვს, შენს ადგილზე საერთოდ არ გავიცინებდი და გარეთაც არ გამოვიდოდი-მეთქი. ვფიქრობდი, სიმართლე ყოველთვის სასარგებლო იყო ადამიანებისთვის და მოხდა ისე, რომ ამ ქალის ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. თურმე, ჩემამდე არავის უთქვამს სიმართლე მის ცხვირთან დაკავშირებით და მე ვიყავი პირველი, ვინც ეს გავუბედე. 

ეს ქალი წავიდა, გაიკეთა ცხვირის ოპერაცია და იმავე წელს გათხოვდა, ჰყავს შვილები და დღემდე ბედნიერია. შეიძლება, მისი ცხოვრება სულ სხვა გზით წასულიყო, მე რომ ეს ერთი ფრაზა არ მეთქვა“, - უთხრა "თბილისელებს" გომართელმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×