რეზონანსი
20.05.2022

ბორჯომში ბოლო ზარზე მომხდარი ტრაგედიის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. 17 წლის მოზარდი, რომელიც ავარიისას დაიღუპა მე-3 სკოლია მოსწავლე ლუკა ლეკიაშვილია,

რო­გორც ბორ­ჯო­მის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გე­ო­ბა­ში ამბობენ, მოს­წავ­ლე­ე­ბი მწვა­ნე მო­ნა­ტერ­ში მო­სა­ლო­ცად იყ­ვნენ მი­სუ­ლი და რო­დე­საც უკან ბრუნ­დე­ბოდ­ნენ, ავ­ტო­მო­ბი­ლი მდი­ნა­რე­ში გა­და­ვარ­და.

"სა­ში­ნე­ლე­ბა ტრი­ა­ლებს. ლუ­კას დე­დაც ამა­ვე სკო­ლის მას­წვა­ლე­ბე­ლია, ინ­გლი­სურს ას­წავ­ლის. ბოლო ზარი უკვე დას­რუ­ლე­ბუ­ლი იყო, ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის კო­ლო­ნა მწვა­ნე მო­ნას­ტრის ტე­რი­ტო­რი­ი­დან ხა­შუ­რის­კენ მი­დი­ო­და, სა­დაც რეს­ტო­რან­ში უნდა ექე­ი­ფათ. სხვე­ბი უკვე წინ იყ­ვნენ და ეს მან­ქა­ნა უკან იყო, რა დრო­საც მოხ­და ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა.

ავ­ტო­მო­ბი­ლი მდი­ნა­რე­ში გა­და­ვარ­და. ვი­ზუ­ლა­უ­რი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბით გარ­დაც­ვლილ ბიჭს სხე­ულ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი არ აღე­ნიშ­ნე­ბა, არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი ვერ­სი­ით, წყალ­ში გა­და­ვარ­დნი­სას შე­საძ­ლოა გული გა­უს­კდა" - ამ­ბო­ბენ შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მყო­ფი ბორ­ჯო­მე­ლე­ბი.

 ცნობისთვის, ავ­ტო­მო­ბი­ლი, რო­მელ­შიც 4 ახლად სკოლადამთავრებული მოს­წავ­ლე­ე­ბი ის­ხდნენ, მდი­ნა­რე­ში გა­და­ვარ­და. მათ­გან ერთი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მი­სულ სას­წარ­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დას გარ­დაც­ვლი­ლი დახ­ვდა. სამი კი და­შავ­და და მრავ­ლო­ბი­თი და­ზი­ა­ნე­ბე­ბით ბორ­ჯო­მის კლი­ნი­კა "ჯეო ჰოს­პი­ტალ­ში" არი­ან გა­დაყ­ვა­ნი­ლი. მა­თა­გან ერთი გო­გო­ნა და ორი ბი­ჭია.

წყარო: ambebi.ge

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×