რეზონანსი
20.05.2022

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით, სააკაშვილის დიაგნოზები კი არ მცირდება, ყოველ დღე მატულობს და „ამასთან გამკლავება ძალიან რთულია".

როგორც ყიფშიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, კვლავაც ფიქრობს, რომ საჭიროა სააკაშვილის საზღვარგარეთ მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანა, სადაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსწორება იქნება შესაძლებელი.

„ვიცი, რომ რამდენიმე კვლევა გაუკეთდა, მაგრამ დასკვნებს ჯერჯერობით არ გავცნობილვარ. დღის მეორე ნახევარში შევეცდები მკურნალ ექიმს გავესაუბრო. კომპიუტერული და მაგნიტო რეზონანსული ტომოგრაფია გაუკეთდა. მიმდინარეობს სიმპტომატური მკურნალობა, გადასხმები უკეთდება. სხვა მდგომარეობა არ ვიცი, რადგან სააკაშვილი 2022 წელს არ მინახავს",- განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

რაც შეეხება ინფორმაციას, რომ, შესაძლოა, სააკაშვილს კვებითი დანამატები წვეთოვანი გზით მიაწოდონ, ყიფშიძე ამბობს, რომ „ექსპერიმენტული მკურნალობა სახიფათოა".

„ჯობს, ეს გაკეთდეს ისეთ ქვეყანასა და დაწესებულებაში, სადაც ეს კეთდება", - განაცხადა ყიფშიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×