რეზონანსი
20.05.2022

ბოლო პერიოდში აფრიკის ქვეყნების გარეთ ვირუსული ინფექციის 100-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, რომელიც მჭიდრო კონტაქტის შედეგად ვრცელდება და ჩვეულებრივ მსუბუქი ფორმისაა. ამიტომ, ანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მაიმუნის ჩუტყვავილას განსახილველად საგანგებო სხდომას გამართავს.ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მაიმუნის ჩუტყვავილას უახლესი ახალი შემთხვევები საფრანგეთში, იტალიაში, შვედეთსა და ავსტრალიაში დაფიქსირდა, რასაც წინ უძღოდა აშშ-ში, ესპანეთსა და პორტუგალიაში შემთხვევების დადასტურება, ასევე კანადაში 13 საეჭვო შემთხვევის გამოკვლევა.

აღნიშნული დაავადება ყველაზე მეტად გავრცელებულია ცენტრალური და დასავლეთ აფრიკის შორეულ ნაწილებში. დაავადების შემთხვევების რეგიონის გარეთ გავრცელება ხშირად დაკავშირებულია რეგიონში მოგზაურობასთან.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×