რეზონანსი
21.05.2022

წელს 152 განაცხადი იყო შესული სტრასბურგში, სააკაშვილის დროს 3000-4000, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

„მე არ მინდა დავაკნინო იმდროინდელი სასამართლო, მაგრამ ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ ყველაზე კარგი ინდიკატორი იმისა, თუ როგორი მართლმსაჯულება არსებობდა ქვეყანაში, არის იმ საქმეების რაოდენობა, რომელიც იგზავნება სტასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში. წელს 152 განაცხადი იყო შესული სტრასბურგში, სააკაშვილის დროს 3000-4000. იყო შემთხვევა 5000 განცხადებაც შესულა. ეს ნიშნავს, რომ აქ მოქალაქეები სამართალს ვერ პოულობდნენ. ჩვენ ხო კარგად ვიცით, რომ დღეს მოქალაქე არ იჩაგრება. მას შეუძლია იპოვოს სამართალი სასამართლოში", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×