რეზონანსი
22.05.2022

მაშინ, როდესაც სოფო კვარაცხელია 2 შვილთან ერთად საზოგადროებრივ ტრანსპორტში იმყოფებოდა, ქმარმა მას ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. უძღოდა თუ არა მკვლელობას წინ რაიმე სახის ურთიერთშელაპარაკება და რატომ გაიმეტა ქმარმა ცოლი სასიკვდილოდ, მით უმეტეს შვილების თანდასწრებით - ამ კითხვებზე პასუხს გამოძიება გასცემს. თუმცა ფაქტია, რომ ავტობუსში, სადაც არაერთი მგზავრი იმყოფებოდა, მკვლელის შეჩერება ვერ მოახერხეს. 

გურამიშვილის გამზირზე მკვლელობა დაახლოებით დღის სამ საათზე მოხდა, ამიტომ მოვლენებს, რომლებიც იქ განვითარდა, ადგილობრივებიც შეესწრნენ. როგორც ისინი "კურიერთან" ჰყვებიან, ახალგაზრდა ქალი, რომელსაც ქმარმა ჭრილობა დანით მიაყენა, სასწრაფოს მისვლის მომენტში ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, თუმცა მალევე გარდაიცვალა. რაც შეეხება მკვლელს, ის პოლიციამ ადგილზევე დააკავა.

მოკლული 31 წლის სოფო კვარაცხელიაა. რაც შეეხება მკვლელს, 38 წლის როინ მებონია წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა. ოჯახი ბოლო წლების განმავლობაში თბილისში ჭყონდიდელის 22 ნომერში ცხოვრობდა, თუმცა ამ მისამართზე მათ შესახებ არაფერი იციან.

"კურიერს" უფრო მეტს უყვებიან ზუგდიდში, სადაც წყვილი მანამდე ცხოვრობდა. ზუგდიდელი მეზობლები, როინ მებონიას ფსიქიკური მდგომარეობის შესახებაც საუბრობენ.

"ბოლო პერიოდში ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, თვითმკვლელობაც სცადა. გოგო არაჩვეულებრივი. ბავშვს დიაბეტი ჰქონდა და მკურნალობდნენ,"- აცხადებენ ზუგდიდში ცოლ-ქმრის ნაცნობები. 

ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში - დაკავებულს ამ მუხლით ბრალს უახლოეს საათებში წარუდგენენ. ცხედარი უკვე ექსპერტიზაზეა გადასვენებული. პოლიცია კი მოწმეებს კითხავს. გამოიკვლევენ ვიდეოკამერის ჩანაწერებსაც, რომელიც მუნიციპალურ ავტობუსში იყო დამონტაჟებული და დიდი ალბათობით მკვლელობის ფაქტიც გადაიღო. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×