რეზონანსი
22.05.2022

ტელეკომპანია „პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე განმარტავს, თუ რატომ იმყოფებოდა „მთავარი არხის“ დამფუძნებლის სასამართლოზე, როდესაც მას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს. ნოდარ მელაძე აცხადებს, რომ ნიკა გვარამიას 2 წლის განმავლობაში არ ელაპარაკებოდა, თუმცა სასამართლოზე მივიდა, როგორც მეგობარი, თანამოაზრე და საქართველოს მოქალაქე.

„სხვათა შორის, ბევრ გაუკვირდა ჩემი პოზიცია. კი, მე და ნიკა გვარამია 2 წელია ერთმანეთთან არ ვლაპარაკობდით. მე მივედი სასამართლო პროცესზე გადამწყვეტი განაჩენის გამოცხადების წინ. მე იქ ვიდექი, როგორც ნიკა გვარამიას ახლო მეგობარი, თანამოაზრე და როგორც საქართველოს მოქალაქე იმიტომ, რომ ნიკა გვარამიას დაკავება, ეს არ არის მხოლოდ ერთი მოქალაქის და ერთი ტელევიზიის ამბავი“, – განაცხადა ნოდარ მელაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×