რეზონანსი
22.05.2022

„ვარშავასა და კიევს შორის მეგობრული ურთიერთობების გათვალისწინებით, რაც განსაკუთრებით გამოიკვეთა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის პირობებში, უკრაინასა და პოლონეთს შორის კეთილმეზობლობის შესახებ ახალი შეთანხმების ხელმოწერის დრო დადგა", - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ უკრაინის უმაღლეს რადაში სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, რუსეთის აგრესიამ აჩვენა, რომ უკრაინასა და პოლონეთს შორის საგზაო, სარკინიგზო და ინფრასტრუქტურული კომუნიკაციების ქსელი არასაკმარისია.

მისივე თქმით, კარგი იქნება, თუ კიევსა და ვარშავას შორის სწრაფი სარკინიგზო მიმოსვლა იქნება შესაძლებელი.

„ჩვენ მას ერთად ავაშენებთ", - აღნიშნა პოლონეთის პრეზიდენტმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×