რეზონანსი
22.05.2022

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქადაგებისას სამარიტელის კვირაზე გაამახვილა ყურადღება და სახარება მოიხმო. მან ასევე აღნიშნა, რომ ღმერთი ყველას გაუწოდებს შეწევნის, დახმარების ხელს, თუ ადამიანი ამას მოისურვებს.

„ძალა ღვთისა შემძლებელია, დაძლიოს ბოროტება, რომელსაც შეუძლია ფერი უცვალოს ადამიანის ცხოვრებას და შეუძლია, დაამარცხოს სიკვდილიც. ჩვენ ამ ძალას ვუწოდებთ საღვთო მადლს, მადლის ძალას. აი, ამ მადლზე საუბრობს უფალი იესო ქრისტე სამარიტელ დედაკაცთან. თქვენ შეიძლება გახსოვთ, რომ შემდგომ ეს ქალი მოინათლება ფოტინეს სახელით და მოწამე გახდება, ქრისტეს მქადაგებელი იქნება და ქრისტესთვის ეწამება. ეკლესიის სწავლებიდან ვიცით, რომ ეს საღვთო მადლი არ არის შექმნილი ძალა, არამედ მარადიულად ღმერთთან მყოფი ძალაა, თვით ღმერთის მოქმედებაა. და უფლის სიყვარულით როცა ის მიენიჭება ადამიანს, აი, ამ ძალით, ამ მადლით ადამიანი უერთდება ღმერთს და, რა თქმა უნდა, ეს მიმყვანებელია სასუფეველთან ადამიანისა. შეიძლება ითქვას, რომ მთავარი არსი ქრისტიანული ცხოვრებისა - ეს არის სწორედ ამ მადლის მოხვეჭა და მოპოვება. ამაზე წერდნენ დიდი მამები: წმინდა სვიმონ ახალი ღვთისმეტყველი, წმინდა გრიგოლ პალამა, ანტონი დიდი და სხვები, რომ სწორედ ეს არის მიზანი ჩვენი საეკლესიო ცხოვრებისა, სულიერი პრაქტიკის და ა.შ. და რომ სწორედ ამიტომ განკაცდა მაცხოვარი, ამიტომ მოვიდა დედამიწაზე, რომ ეს მადლი მოგვცეს, ამიტომ დაითმინა ჯვარცმა და დაფვლა, რომ მოგვცეს, მოგვანიჭოს ჩვენ ეს საღვთო მადლი", - აღნიშნა მეუფემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×