რეზონანსი
22.05.2022

ბანგლადეშსა და ინდოეთში წყალდიდობის შედეგად 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, სტიქიამ მილიონობით ადამიანი დააზარალა. ამასთან, ბანგლადეშში ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური წყალდიდობა დაფიქსირდა.

სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ამ ქვეყნებში წყალდიდობები ხშირი მოვლენაა, თუმცა კლიმატური ცვლილებების გამო იზრდება იმის რისკი, რომ ასეთი სტიქიური მოვლენები მსოფლიოს სხვა კუთხეებშიც დაფიქსირდება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×