რეზონანსი
22.05.2022

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, მიხაილო პოდოლიაკმა ისაუბრა თუ რატომ არ განიხილავს უკრიანა ეცხლის სეწყვეტას. მას რამდენიმე არგუმენტი მოჰყავს, რატომაც ქვეყნის ტერიტორიების ოკუპირების პირობებში ზავი დაუშვებელია. მათ შორის ის რომ პაუზას რუსეთი მხოლოდ ხელახალი შეტევებისთვის ძალის მოსაკრებად გამოიყენებს.

"დასავლეთის მოწოდებები ცეცხლის სასწრაფო შეწყვეტის შესახებ ძალიან უცნაურია. ზავი შესაძლებელია მხოლოდ უკრაინიდან რუსული ჯარების გაყვანის შემდეგ. კიევი არ დათანხმდება მოსკოვისთვის არცერთი ტერიტორიის დათმობას. კიევის პოზიცია უკომპრომისოა, რადგან ზოგადად დათმობებს მძიმე შედეგები მოჰყვება.

ამის შედეგად რუსეთი შეძლებს ისარგებლოს საომარი მოქმედებების შეწყვეტით და უკეთ მოემზადება უკრაინაზე ხელახალი დარტყმისთვის. გარკვეული პერიოდის შემდეგ რუსი სამხედროები გაზრდიან თავიანთ შეიარაღებას, ცოცხალ ძალას, გამოასწორებენ შეცდომებს, განახორციელებენ მცირე მოდერნიზაციას, მოხსნიან ბევრ გენერალს და დაიწყებენ ახალ იერიშს, კიდევ უფრო სისხლიანსა და მასშტაბურს." - განაცხადა პოდოლიაკმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×