რეზონანსი
23.05.2022

Reuters-ის ინფორმაციით, ლიეტუვა, სლოვაკეთი და ლატვია უკრაინის აღდგენის დასაფინანსებლად, ევროკავშირის მიერ, რუსეთის აქტივების კონფისკაციას მოითხოვენ, რის შესახებაც ქვეყნები ერთობლივ განცხადებაში აღნიშნავენ.

„უკრაინის აღდგენის ხარჯების მნიშვნელოვანი ნაწილი, რუსული სამხედრო აგრესიის მსხვერპლთა კომპენსაციის ჩათვლით, რუსეთმა უნდა გადაიხადოს", - ნათქვამია განცხადებაში.

ისინი ასევე ევროკავშირს მოუწოდებენ, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის მომზადება დაიწყოს.

„საბოლოო ჯამში, თუ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიას არ შეწყვეტს, არ უნდა დარჩეს ეკონომიკური კავშირები ევროკავშირსა და რუსეთს შორის, იმის უზრუნველსაყოფად, რომ არც ერთმა ჩვენმა ფინანსურმა რესურსმა, პროდუქტმა ან მომსახურებამ, რუსეთის ომის მანქანას ხელი არ შეუწყოს", - ნათქვამია განცხადებაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×