რეზონანსი
24.05.2022

ამე­რი­კა­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი არ­ტის­ტი დე­ვიდ და­თუ­ნა 48 წლის ასაკ­ში გარ­და­ი­ცა­ლა. ინ­ფორ­მა­ცია მის­მა მე­გო­ბარ­მა, ამე­რი­კა­ში მცხოვ­რებ­მა ქარ­თველ­მა მომ­ღე­რალ­მა ნუცა შან­ში­აშ­ვილ­მა დაადასტურა.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, ქარ­თვე­ლი არ­ტის­ტი ბოლო წლებ­ში ფილ­ტვის სიმ­სივ­ნეს ებ­რძო­და და გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზიც ეს და­ა­ვა­დე­ბა გახ­და.

"დე­ი­ვიდ და­თუ­ნა, ერთ-ერთი ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი მხატ­ვა­რი, ჩვე­ნი ახლო მე­გო­ბა­რი, ექ­სტრა­ვა­გან­ტუ­ლი, ნი­ჭი­ე­რი, ექ­სპრე­სი­ით სავ­სე ხე­ლო­ვა­ნი იყო. ვწუხ­ვარ და ვუ­თა­ნაგ­რძნობ მის ოჯახს და ახ­ლობ­ლებს უდი­დეს და­ნა­კარგს! მის მიერ შექ­მნი­ლი ნა­მუ­შევ­რე­ბი ხე­ლოვ­ნე­ბის ის­ტო­რი­ას დარ­ჩე­ბა... ძა­ლი­ან ბევ­რი იბ­რძო­ლა და ბო­ლოს ვე­ღარ გა­უძ­ლო" - ამ­ბობს ნუცა.

დე­ვიდ და­თუ­ნას 1999 წლი­დან ნიუ-იორკში მოღ­ვა­წე­ობ­და. Business Insider-ის და სხვა გავ­ლე­ნი­ა­ნი გა­მო­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, ის მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გა­ყიდ­ვა­დი მხატ­ვა­რია და ამას­თა­ნა­ვე, თა­ნა­მედ­რო­ვე ხე­ლო­ვან­თა შო­რის მისი ნა­მუ­შევ­რე­ბი ყვე­ლა­ზე ძვი­რად იყი­დე­ბა.

ქარ­თვე­ლი ხე­ლო­ვა­ნი მსოფ­ლი­ოს ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში გან­სა­კუთ­რე­ბით 2019 წელს მოხ­ვდა, რო­დე­საც 120 000 დო­ლა­რი­ა­ნი ბა­ნა­ნი შე­ჭა­მა.

მუ­ზე­უმ­ში კე­დელ­ზე ბა­ნა­ნი წე­ბო­ვა­ნი ლენ­ტით იყო მი­მაგ­რე­ბუ­ლი. დე­ვიდ და­თუ­ნამ ის დამ­თვა­ლი­ე­რებ­ლე­ბის თვალ­წინ ჩა­მოხ­სნა და მი­ირ­თვა.

"ნიუ-იორკ თა­იმსთან" სა­უბ­რი­სას ქარ­თვე­ლი ხე­ლო­ვა­ნი ამ­ბობს, რომ ბა­ნა­ნი ძა­ლი­ან გემ­რი­ე­ლი იყო. "მე შე­მიძ­ლია შევ­ჭა­მო ბა­ნა­ნიც და ბა­ნა­ნის კონ­ცეფ­ცი­აც, ვი­ნა­ი­დან ხე­ლო­ვა­ნი ვარ," - დას­ძი­ნა მა­შინ დე­ვიდ და­თუ­ნამ.

იხილეთ სრულად: ambebi.ge

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×