რეზონანსი
25.05.2022

ტეხასის შტატში, ქალაქ უვალდეში დაწყებით სკოლაში, სროლის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 14 მოსწავლე და 1 მასწავლებელი. სროლის შედეგად, ათობით ადამიანი დაშავდა, მათ შორის არიან სკოლის მოსწავლეებიც. პოლიციამ ეჭვმიტანილი უკვე დააკავა. ადგილზე გამოძიება მიმდინარეობს.

დაშავებულებიდან ორი სან ანტონიოს კლინიკაში არის გადაყვანილი. კლინიკის ინფორმაციით, ერთ-ერთი დაჭრილის, 66 წლის ქალის მდგომარეობა კრიტიკულია. მეორე არასრულწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. კიდევ 13 დაშავებული პირი უვალდეს სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი.

ამ დროისთვის სკოლაში ყველა აქტივობა შეჩერებულია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×