
თეა წულუკიანის მიერ ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებული პირები შენობასთან აქციას მართავენ და კულტურის მინისტრის რეპრესიულ პოლიტიკას აპროტესტებენ.
შენობის შეიგნით კი მინისტრი გამოფენას, "ფერები აფხაზეთიდან", "ქართული ოცნების" ლიდრებთან ერთად მასპინძლობს. "პირველების" კორესპოდენტის ცნობით, მუზეუმში დამთვალიერებლს და არც ჟურნალისტებს არა უშვებენ.
დღეს ცნობილი გახდა, რომ კულტურის მინისტრმა ეროვნული მუზუმიდან კიდევ 21 თანამშრომელი გაათავისუფლა. ბრძანება მინისტრის გადაწყვეტილების შესახებ თანამშრომლებს გუშინ მიუვიდათ. ოფიციალური მიზეზით მეცნიერებს კომპეტენცია დაუწუნეს, თუმცა, მათი თქმით, რეალურად, წულუკიანმა ისინი პოლიტიკური შეხედულებების გამო დასაჯა.
"პირველების" ინფორმაციით, თეა წულუკიანი ეროვნული მუზეუმიდან 70-მდე ადამიანის გაშვებას გეგმავს. ასევე, ირკვევა, რომ მინისტრმა კაბინეტი მუზეუმის მესამე სართულზე მოიწყო, იქ მომუშავე თანამშრომლები კი ავარიულ შენობაში გაისტუმრა.