რეზონანსი
25.05.2022

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებულებას, რომელიც გზას უხსნის რუსეთის არმიის მიერ დროებით ოკუპირებული ტერიტორიების, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების მცხოვრებლებს, რუსეთის მოქალაქეობა მიიღონ.

უკრაინის საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, რომ უკანონო პასპორტიზაცია ხერსონსა და ზაპორიჟიეში, ისევე როგორც ყირიმში და დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების დროებით ოკუპირებულ ნაწილში, უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებისა და პრინციპების უხეში დარღვევაა.

„რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებულება იურიდიულად ბათილია და არ ექნება სამართლებრივი შედეგები. ეს გადაწყვეტილება გავლენას არ მოახდენს რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოსახლეობის უკრაინის მოქალაქეობაზე. ხერსონსა და ზაპორიჟიეში უკრაინელების იძულებითი პასპორტიზაცია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დანაშაულებრივი მიზნის კიდევ ერთი მტკიცებულებაა", - ნათქვამია განცხადებაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×