რეზონანსი
26.05.2022

მოსკოვი კიევისგან ელოდება რუსეთის მიერ გაჟღერებული მოთხოვნების მიღებასა და რეალური ვითარების გააზრებას, - ამის შესახებ რუსული მედიის ინფორმაციით, კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„მოსკოვი კიევისგან ელოდება მოსკოვის მოთხოვნების მიღებას და იმ დე ფაქტო ვითარების, რეალური სიტუაციის გააზრებას, რომელიც ამჟამად არსებობს", - განაცხადა პესკოვმა ჟურნალისტების კითხვაზე, რა დათმობებს ელოდება მოსკოვი კიევისგან.

„ეს არ არის ტერიტორიული დათმობები. კიდევ ვიმეორებ, კიევმა უნდა აღიაროს დე ფაქტო სიტუაცია და უბრალოდ ფხიზელი გონებით შეაფასოს ის", - განაცხადა პუტინის პრესმდივანმა კითხვაზე, ეხება თუ არა ეს ტერიტორიულ დათმობებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×