რეზონანსი
26.05.2022

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო ქართველ კოლეგას სალომე ზურაბიშვილს ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ბელარუსის პრეზიდენტის მილოცვა მის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„როგორც მსოფლიო საზოგადოების პატივცემული წევრი, საქართველო თავდაჯერებულად მიუყვება სახელმწიფოებრიობის გაძლიერებისა და მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური ზრდის გზას", - აღნიშნა ბელარუსის პრეზიდენტმა.

ალექსანდრე ლუკაშენკომ ასევე გაამახვილა ყურადღება იმ ფაქტზე, რომ ორი ხალხის ურთიერთთანაგრძნობა და გულწრფელი კეთილგანწყობილი ინტერესი ყოველთვის იყო და რჩება ბელორუსულ-ქართული მრავალმხრივი თანამშრომლობის საიმედო საფუძვლად, რომელიც აქტიურად უნდა განვითარდეს ორი ქვეყნის საკეთილდღეოდ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×