რეზონანსი
26.05.2022

ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როდესაც მიზნის ერთ კვირაში მიღწევა დაგეგმა.

„ვლადიმერ პუტინმა სტრატეგიული შეცდომა დაუშვა: მას დასახული მიზნების ერთ კვირაში მიღწევა ჰქონდა დაგეგმილი, ახლა კი ომის მე-13 კვირა მიმდინარეობს და რუსულმა ჯარებმა უკან დაიხიეს კიევიდან, ხარკოვიდან და ჩრდილოეთ უკრაინიდან. თუმცა, ომები არაპროგნოზირებადია და ვერავინ იტყვის, დანამდვილებით როდის და როგორ დასრულდება ეს ომი", - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, უკრაინელების გამბედაობისა და პროფესიონალიზმის, ასევე ნატო-ს მოკავშირეების უპრეცედენტო მხარდაჭერის შედეგად შესაძლებელი გახდა რუსეთის შეჭრისთვის წინააღმდეგობის გაწევა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×