რეზონანსი
26.05.2022

ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, საქართველო აქტიურად აგრძელებს ევროპული ინტეგრაციის გზას.

„ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან და მეგობრებთან იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოს კონკრეტული ხელშესახები შედეგები ევროპული ინტეგრაციის გზაზე. ჩვენ ამას აუცილებლად გავაგრძელებთ. საქართველო, ჩვენი მთავრობა, საქართველოს პრემიერი ყველა ძალიან მკაფიოდ და ნათლად ვსაუბრობთ საქართველოს პოზიციაზე. ამ მიმართულებით ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ განმარტება. ეს არის საკითხი, რომელზეც ჩვენ მკაფიო განმარტება მივეცით ჩვენს მეგობრებს. საქართველო აქტიურად არის ჩართული უკრაინის მხარდამჭერ აქტივობებში. ერთი მხრივ, როგორც იცით, აქტიურად ვუზრუნველყავით და ვაგრძელებთ, რომ უკრაინელ ძმებს და დებს ჰუმანიტარული ხაზით დავეხმაროთ, მეორე მხრივ, საერთაშორისო პარტნიორებთან, თანამეგობრობასთან ერთად აქტიურად ვართ ჩართული ჩვენი დიპლომატიური ხაზით, რათა უკრაინელ ხალხს აღმოვუჩინოთ მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოვხატოთ",- აღნიშნავს მინისტრი.

მისივე თქმით, ჩვენი პარტნიორები ნათლად და მკაფიოდ აფიქსირებენ ევროპული მომავლის, ევროპული პერსპექტივის მნიშვნელობას.

„ჩვენ, ჩვენი მხრივ არსებული გამოცდილებით მაქსიმალურად სწრაფად და მოკლე დროში ვუზრუნველყავით კითხვარის მომზადება და ევროკავშირისთვის გადაცემა. აუცილებლად გავაგრძელებთ პარტნიორებთან ევროპული მომავლის უზრუნველყოფას",- აღნიშნავს მინისტრი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×