რეზონანსი
26.05.2022

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინი ვერ გაიმარჯვებს უკრაინაში მიმდინარე ომში. გერმანიის ლიდერმა აღნიშნა, რომ პუტინმა უკრაინაში თავის სტრატეგიულ მიზნებს ვერ მიაღწია. „ბიბისის" ცნობით, ამის შესახებ გერმანიის ლიდერმა დავოსის ეკონომკური ფორუმის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ოლაფ შოლცის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მშვიდობის შესახებ სერიოზულ მოლაპარაკებებს მხოლოდ მაშინ დაიწყებს, როდესაც გააცნობიერებს, რომ არ შეუძლია უკრაინის თავდაცვის გატეხვა.

„ჩვენ უნდა გავაცნობიერებინოთ პუტინს, რომ არ იქნება ნაკარნახევი მშვიდობა, უკრაინა ამას არ მიიღებს", - განაცხადა შოლცმა.

როგორც შოლცმა აღნიშნა, ვლადიმერ პუტინისა და მისი რეჟიმისთვის ინტერვენციის გამო დაწესებული საფასური უზარმაზარია და ყოველდღიურად იზრდება.

გერმანიის კანცლერმა ასევე პირობა დადო, რომ მისი ქვეყანა წლის ბოლომდე რუსული ნავთობის გამოყენებას შეწყვეტს და ბევრს იმუშავებს რუსულ გაზზე თავისი დამოკიდებულების შესამცირებლად.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×