რეზონანსი
26.05.2022

უკრანაიში ვიზიტის ფარგლებში სანა მარინი კიევში უკრიანის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. ზელენსკიმ ამ შეხვედრასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ „ფეისბუქში" დაწერა და ფინეთის პრემიერს უკრაინაში ჩასვლისთვის მადლობა გადაუხადა.

მისივე განცხადებით, იარაღს, სასანქციო პოლიტიკასა და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე პარტნიორების ერთიანობას შეუძლია უკრაინის დაცვაში სიმტკიცის უზრუნველყოფა.

„ჩვენთვის ფინეთის სამხედრო დახმარება ძალიან ღირებულია. იარაღი, სასანქციო პოლიტიკა და ჩვენი პარტნიორების ერთიანობა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე - არის ის, რასაც შეუძლია ჩვენი მიწის დაცვაში სიმტკიცის უზრუნველყოფა. მადლობა პრემიერ-მინისტრ სანა მარინს ვიზიტისთვის და ერთგული მხარდაჭერისთვის" - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×