რეზონანსი
26.05.2022

ამის შესახებ ნათქვამია მილიარდერი ფილანტროპის, ფონდ „ღია საზოგადოების" დამფუძნებლის ჯორჯ სოროსის წერილში, რომელსაც მედიაორგანზიაცია Project Syndicate აქვეყნებს.

ამასთან, სოროსის წერილში აღნიშნულია, რომ ევროპამ უკრაინაში ინტერვენციას უფრო მეტი სისწრაფით, ერთიანობითა და ენერგიით უპასუხა, ვიდრე ოდესმე ისტორიაში.

„საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი თავისი პროევროპული მიდგომის მნიშვნელოვნად გაფართოებით, მხარს უჭერს გეოგრაფიული გაფართოების მნიშვნელობას და ამისთვის ევროკავშირის მომზადების საჭიროებას. არა მხოლოდ უკრაინამ, არამედ ასევე მოლდოვამ, საქართველომ და დასავლეთ ბალკანეთმა უნდა მიიღონ ევროკავშირის წევრობის უფლება. დეტალების შემუშავებას დრო დასჭირდება, თუმცა ევროპა, როგორც ჩანს, სწორი მიმართულებით მიემართება. მან უკრაინაში ინტერვენციას უფრო მეტი სისწრაფით, ერთიანობითა და ენერგიით უპასუხა, ვიდრე ოდესმე ისტორიაში. თავდაპირველი ყოყმანის შემდეგ, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ასევე იპოვა ძლიერი პროევროპული ხმა", - ნათქვამია ჯორჯ სოროსის წერილში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×