რეზონანსი
26.05.2022

დღეს მოვისმინე განცხადებები პრეზიდენტისგან, პრემიერისგან, პარლამენტის თავმჯდომარისგან - გულზე მჯიღს ყველანი ვირტყამთ, რომ სამშობლო გვიყვარს და ახლა სამშობლო გვიხმობს, რომ გადამწყვეტი ნაბიჯები გადავდგათ, 15 ივნისამდე საქართველომ ერთიანობა აჩვენოს და გადადგას ნაბიჯები, რომელიც ჩვენს სამშობლოს ევროპულ მომავალს და კანდიდატის სტატუსის მოპოვებას შეაძლებინებს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ისტორიული შანსი აქვს, რომელიც აუცილებლად გამოსაყენებელია.

„გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს. როგორც ევროკავშირის ელჩმა თქვა, დღეს ისე როგორც არასდროს ჩვენ გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმა გვჭირდება, ნაკლები პათეტიკა, ნაკლები მოწოდებები, ურთიერთ შეგონებები ერთმანეთისთვის და საერთო სამოქმედო გეგმის გაერთიანება, გადამწყვეტი ნაბიჯების გარშემო, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღოს. ეს არის ის შესაძლებლობა, რაც დღეს ჩვენ გვაქვს.

მართლმსაჯულების რეფორმის კანონი რეგისტრირებულია - მივიღოთ პირველი მოსმენით. საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე და მესამე მოსმენით მივიღოთ. ასევე, პრეზიდენტს შეუძლია ნიკა გვარამია შეიწყალოს. იუსტიციის სამინისტროს და პრემიერს შეუძლია, მიხეილ სააკაშვილთან უცხოელი ექიმები დაუშვას. ძალიან მარტივია იმ ნაბიჯების ჩამონათვალი, რომლითაც დასავლეთი გზავნილს დაინახავს, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებს", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×