რეზონანსი
26.05.2022

საქართველოში ესტონეთის რესპუბლიკის ელჩი, რიინა კალიურანდი საქართველოს მოქალაქეებს ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

„ძვირფასო ქართველებო, დღეს 26 მაისს თქვენ აღნიშნავთ დამოუკიდებლობის დღეს, დამოუკიდებლობა, რომელიც 1918 წელს გამოაცხადეს. 100 წელზე მეტი ხნის განმავლობაში თქვენი სახელმწიფოებრიობა ბევრი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა. თქვენ ბევრი რამის მომსწრენი ხართ. თქვენ იხილეთ ომი, ოკუპაცია, თუმცა, თქვენ ბედნიერი დროც გინახავთ - აღმშენებლობის. ყველა ამ გამოწვევიდან თქვენ, როგორც ერი, ძლიერი და თავდაჯერებული გამოხვედი. წელს ესტონეთი და საქართველო დიპლომატიური ურთიერთობის 30 წელს აღნიშნავს. ესტონეთი ყოველთვის თქვენს გვერდით იდგა. ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერდით თქვენს დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებას. ესტონეთი თქვენი ერთგული მეგობარია და მეგობრად დარჩება. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!", - განაცხადა ელჩმა ვიდეომიმართვაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×