რეზონანსი
28.05.2022

საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებმა, ემანუელ მაკრონმა და ოლაფ შოლცმა, დღეს გამართული სატელეფონო საუბრისას რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მოუწოდეს, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას დასთანხმდეს და ქვეყნიდან რუსული ჯარი გაიყვანოს.

მათივე ინფორმაციით, გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი და საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ვლადიმერ პუტინს 80 წუთის განმავლობაში ესაუბრნენ.

„გერმანიის კანცლერმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა და რუსული ჯარების გაყვანა მოითხოვეს. მათ მოუწოდეს რუსეთის პრეზიდენტს, ჩაერთოს სერიოზულ პირდაპირ მოლაპარაკებებში უკრაინის პრეზიდენტთან და გამონახოს კონფლიქტის დიპლომატიური გადაწყვეტის გზა", - ნათქვამია გერმანიის მთავრობის პრესრელიზში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×