რეზონანსი
28.05.2022

ნაძალადევში, გიორგი სააკაძის ქუჩის დასაწყისში 41 წლის კაცი დაჭრეს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები.

"პატრულის მანქანა იდგაო, თქვეს ნახევარი საათის წინ ალბათ",- ამბობენ თვითმხილველები. 

კლინიკა შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე მეტრში მდებარეობს და სავარაუდოდ 41 წლის კაცმა ეს გზა ფეხით გაიარა. სისხლის კვალი ადგილზე ამ დრომდე ეტყობა.

დაშავებულს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება პირველ სამედიცინო კლინიკაში ჩაუტარდა, სადაც ის თავად თვითდინებით მივიდა. ექიმი ამბობს, რომ მას სამართალდამცველები უკვე ესაუბრნენ. მისი თქმით,  დაჭრილს ცეცხლსასროლი იარაღით გამჭოლი ჭრილობა ფეხის არეში აქვს მიყენებული.

"პაციენტი კლინიკაში შემოვიდა თვითდინებით, მისი გადმოცემით, ქუჩაში მიაყენეს ცეცხლნასროლი ჭრილობა, მარცხენა წვივის უკანა მედიანურ ზედაპირზე ჰქონდა ცეცხლნასროლი გამჭოლი ჭრილობა. სისხლმდენი. მდგომარეობა სტაბილური იყო. ჩატარდა ოპერაციული მკურნალობა, პირველადი ქირურგიული დამუშავება. მაგისტრალური სისხლძარღვები დაზიანებული არ არის. ჭრილობა გაიკერა. ამ წუთას ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება",- ამბობს ექიმი. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×