რეზონანსი
28.05.2022

მირჩევნია, რომ დროზე გაიყვანონ საზღვარგარეთ, ეს ადამიანი მერე აღარ იქნება და შემდეგ ამ კვლევას ან სხვა რამეს, რა აზრი აქვს? ფაქტია, რომ კარგად არ არის, ძალიან სუსტად არის, – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის დედამ გიული ალასანიამ ჟურნალისტებს მისი შვილის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით კლინიკა „ვივამედში“ განუცხადა.

გიული ალასანიას თქმით, მან მისი შვილის მკურნალი ექიმი მოინახულა, რომელთანაც საუბარი ჰქონდა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და იმ საკითხზე, რომ საკვებს ვერ იღებს, რაც პრობლემად რჩება.

როგორც გიული ალასანიამ აღნიშნა, მისი პოზიციაა, რომ მიხეილ სააკაშვილი გაიყვანონ საზღვარგარეთ სამკურნალოდ და დაიწყოს კომპლექსური მკურნალობა, რაც მას სჭირდება.

„მე პირადად ველოდები და თვითონაც ელოდება კლინიკაში კომისიის შესვლას. ამ კომისიაზეა დამყარებული მთელი იმედი, რომ ისინი დადებენ ობიექტურ სურათს, ობიექტური დიაგნოზით

კვლევებიც ალბათ გრძელდება, ამ შაბათ-კვირას ალბათ არ იქნება, მაგრამ მერე რას უპირებენ, ესეც არ ვიცი. რაღაც გაგრძელდება ალბათ, არ ვიცი. მირჩევნია, რომ უკვე დროზე გაიყვანონ, ეს ადამიანი მერე აღარ იქნება და ამ კვლევას ან სხვა რამეს, რა აზრი აქვს. ფაქტია, რომ კარგად არ არის, ძალიან სუსტად არის“,- აცხადებს გიული ალასანია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×