რეზონანსი
28.05.2022

ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებას არ სჯეროდა უკრაინის, ამიტომ ჯერ კიდევ ომამდე ერთ წლით ადრე გვთავაზობდა მოსახლეობის ევაკუაციას და სანგრების თხრის დაწყებას,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნიდერლანდულ გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინის ხელისუფლება და სამხედროები მზად იყვნენ რუსეთის თავდასხმისთვის. ამასთან, უკრაინის პირველმა პირმა განმარტა, რატომ სურს მოლაპარაკების მაგიდასთან მხოლოდ რუს დიქტატორთან ვლადიმერ პუტინთან დაჯდომა. ზელენსკის თქმით, აგრესორი ქვეყნის ყველა დანარჩენი წარმომადგენელი არაფერს არ წყვეტს.

„საკითხი ის კი არ არის, რომ მე მინდა მასთან მოლაპარაკება, საკითხი იმაში მდგომარეობს, რომ იქ სხვა არავინაა მოსალაპარაკებლად. მან ააშენა ისეთი სახელმწიფო, რომელშიც არავინ არაფერს არ წყვეტს. ამიტომ მნიშვნელობა არ აქვს, რას ამბობს მათი საგარეო საქმეთა მინისტრი, მნიშვნელობა არ აქვს გზავნის თუ არა ის დელეგაციას ჩვენთან სასაუბროდ. ყველა ეს ადამიანი - სამწუხაროდ, არავინაა“,- განაცხადა ზელენსკიმ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×