რეზონანსი
23.06.2022

რამდენიმედღიანმა გადაუღებელმა წვიმამ, სამეგრელოს მუნიციპალიტეტებში პრობლემები შექმნა. ადიდებულმა მდინარეებმა საავტომობილო ხიდები, ნაპირსამაგრები და საკარმიდამო ნაკვეთები დატბორა. სტიქიის ერთ-ერთი ზონა ხობის მუნიციპალიტეტია, სადაც დატბორილია ათეულობით ოჯახების პირველის სართულო.

სტიქიის შედეგად დაზარალებულთა განცხადებით, განადგურებულია საყოფაცხოვრებო ნივთები, დამხრჩვალია შინაური ფრინველები და დაზიანებულია მოსავლის უმეტესი ნაწილი. მოსახლეობა დახმარებით ხელისუფლებას მიმართავს.

მთელი ღამის განმავლობაში პრობლემურ ადგილებში შესაბამისი მუნიციპალური სამსახურები მუშაობდნენ, ამჟამად გაწმენდითი სამუშაოები ხორციელდება ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა. სტიქიის ზონებში არსებულ ვითარებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ეცნობიან. მუშაობს სპეციალური კომისია, რომელიც მიყენებული ზარალის რაოდენობას დაადგენს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×