რეზონანსი
23.06.2022

„კარგი ამბავია. ჩვენმა სამხედროებმა „პანცირის" სარაკეტო სისტემას დაარტყეს", - განაცხადა ოდესის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის სპიკერმა, სერგეი ბრაჩუკმა.

უკრაინელი სამხედროების ინფორმაციით, კუნძულ „ზმეინის" მიმართულებით დარტყმებს აგრძელებენ. ამის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება.

როგორც ცნობილია, „პანცირის" იარაღი არის საჰაერო თავდაცვის იარაღი, რომელიც რუსულმა ძალებმა კუნძულ „ზმეინიზე" გადაიტანეს.

„რუსეთის დროებითი გარნიზონის სამხედრო სამიზნის განადგურების შესახებ არსებობს სამხედროებისგან დადასტურება", - აღნიშნა ბრაჩუკმა.

ამასთან, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა ხელმძღვანელობამ აღნიშნა, რომ „ოპერაცია კუნძულ „ზმეინის" სრულ გათავისუფლებამდე გაგრძელდება".

შეგახსენებთ, კუნძული „ზმეინი" შავ ზღვაში მდებარეობს, რომელიც რუსეთის საზღვაო ძალების მიერ, ომის პირველივე დღიდან ოკუპირებულია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×