რეზონანსი
23.06.2022

მცირე რაოდენობის შუქის ფონზე ძილის დარღვევა შეუძლია, რაც ასაკოვან ზრდასრულებში ჯანმრთელობის სერიოზულ რისკებს ქმნის. ამის შესახებ CNN-ი ნორსვესტერნის უნივერსიტეტის ახალ კვლევაზე დაყრდნობით იტყობინება.

ტელეარხის ცნობით, კვლევაში 552 ქალი და კაცი მონაწილეობდა, რომელთა ასაკიც 63 - 84 წელს შორის მერყეობს. მეცნიერებმა მათ სპეციალური მოწყობილობები დაურიგეს, რომელიც ძილის ციკლებს, ძილის დროს მოძრაობასა და შუქის რაოდენობას ზომავდა.

კვლევის მონაწილეთა 53%-ზე მეტს ძილის დროს ოთახში ამა თუ იმ ფორმით შუქი ჰქონდათ ჩართული (სანათები, ტელევიზორი და ა.შ.). აღმოჩნდა, რომ რაც უფრო ინტენსიურია შუქი, მით უფრო მაღალი იყო ადამიანებში დიაბეტის, ჭარბი წონისა და ჰიპერტენზიის განვითარების შემთხვევები.

ასევე დადგინდა, რომ შუქი ძილის ციკლს არღვევს. კერძოდ კი, მის იმ სტადიას, რომლის დროსაც უჯრედების განახლება ხდება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×