რეზონანსი
23.06.2022

„ევროპული საქართველოს" თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ 24 ივნისს დაგეგმილი აქცია შეაფასა და აღნიშნა, რომ პარტიის მთავარი მიზანი არის ხალხის მობილიზება „ქართული ოცნების" რეჟიმის მშვიდობიანად ჩამოსაცილებლად.

ამ კაცის და ამ გარემოცვის წასვლა აუცილებელი პირობაა, ჩვენ მათთან, როგორც პოლიტიკურ ავადმყოფებთან და კეთროვანებთან, არანაირი სასაუბრო არ გვაქვს - აცხადებს ბოკერია.

„ჩემი და ჩვენი თანამოაზრეების მიზანი არის ხალხის მობილიზება ამ რეჟიმის მშვიდობიანად ჩამოსაცილებლად. თუ თქვენ გულისხმობთ მათ, ვისაც გზავნილი აქვს, რომ ახლა ვიმოქმედოთ ამ გზავნილით ბრიუსელზე, ჩემი აზრით, ეს მცდარია. გულწრფელობაში ეჭვი არ შემაქვს, მაგრამ მცდარია რადგან გამოდის, ვიღაც სხვას ვთხოვთ ჩვენს მაგივრად ჩვენი პრობლემის მოგვარებას, ეს არასდროს ასე არ ხდება. ამიტომ, ჩემთვის ახალი სტრუქტურების შექმნა, რაღაცის დაანონსება მიზანშეწონილი არ არის, ამ ფორმალური სტრუქტურების ნაწილი არ ვიქნებით. მაგრამ მოქალაქეების ნებისმიერი პროტესტი, რაც ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისა და მომავლისთვის არის გამოხატული, იმ ფორმით, რაც მისაღებია ევროპული საზოგადოებისთვის, როგორც მოქალაქეები და როგორც პოლიტიკური გუნდი, ყოველთვის სხვადასხვა ფორმით ნაწილი ვიქნებით. ჩვენ ცალკე ყველამ უნდა შევძლოთ ჩვენს გარშემო ამ კამპანიის წარმოება. ამას ვაპირებთ „ევროპული საქართველო" ივლისიდან მთელ საქართველოში დეოლიგარქიზაციის და ჩვენი მომავლის ჩვენების სახით",-განაცხადა ბოკერიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×