რეზონანსი
23.06.2022

როგორც ოხანაშვილი აღნიშნავს, ისინი ელოდებიან მოტივირებულ შენიშვნებს, ასევე პრეზიდენტის პოლიტიკური გადაწყვეტილების არგუმენტირებულ ახსნას, რაც როგორც ოხანაშვილი ვარაუდობს წარმოდგენილი ვერ იქნება, ამიტომ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევენ.

"პოლიტიკურად როცა საუბარია იმაზე, რომ მაქსიმალურად უნდა შევამციროთ პოლარიზაცია, პრეზიდენტის ეს ნაბიჯი პოლარიზაციის შემცირებას ემსახურება თუ პირიქით გაზრდას და მღელვარების მუხტისთვის ხელის შეწყობას, თქვენ განსაჯეთ და საზოგადოებამ. მე ვფიქრობ, რომ ეს არის მორიგი ნაბიჯი სამწუხაროდ, არა დეპოლარიზაციისკენ, არამედ პირიქით, მღელვარების მუხტის წასახალისებლად. რაც შეეხება შინაარსობრივად საკითხს, ჩვენ ის დაჩქარებით არ განგვიხილავს, განვიხილეთ რეგლამენტის პროცედურების სრული დაცვით. გვქონდა არაერთი შეხვედრა, მათ შორის, ოპოზიციის ჩართულობით, სახელმწიფო უწყებების მონაწილეობით. ეს კანონი შეესაბამება სტრასბურგის სასამართლოს სტანდარტებს, საქართველოს კონსტიტუციას და საუბარი, რომ ხდება უფლებრივი მდგომარეობის გაუარესება და შესაბამისი არ არის ევროპულ მიდგომებთან, სიმართლე არ არის. ჩვენ დაველოდებით მოტივირებულ შენიშვნებს, რომელიც პრეზიდენტმა უნდა წარმოადგინოს და ასევე, პრეზიდენტის წარმომადგენელს მოუწევს ახსნას პარლამენტის წინაშე რაში მდგომარეობს მათი მოტივირებული შენიშვნები, ამის მიხედვით ჩვენ მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას. ეჭვი მაქვს შეძლონ რაიმე არგუმენტის წარმოდგენა, ვინაიდან განცხადებაშიც საუბარი იყო, რომ ეს არის პოლიტიკური, ეს რაში მდგომარეობს და რამდენად არის დასაბუთებული, ამას სჭირდება ახსნა. ეჭვი მაქვს ასეთი ახსნა იყოს წარმოდგენილი, რაც გამოიწვევს იმას, რომ ვეტო იქნება დაძლეული", - განაცხადა ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, პრეზიდენტმა ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასთან დაკავშირებულ კანონპროექტს ვეტო დაადო. როგორც სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, ის ვეტოს დაადებს შემდეგი 6 თვის განმავლობაში ყველა კანონს, რომელიც არასწორი მიმართულებით იქნება მიღებული.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×