რეზონანსი
23.06.2022

როგორც რომან გოცირიძემ აღნიშნა, განსაკუთრებით სიმბოლურია, რომ პრეზიდენტმა მოსმენებთან დაკავშირებულ კანონს დაადო ვეტო, რომელიც რეზონანსული საკითხია.

„ეს ვეტო ორნაირად უნდა წავიკითხოთ. ერთი ის, რომ მან გამოიყენა შანსი და უკიდურესად გააკრიტიკა „ქართული ოცნება" და ღარიბაშვილი. მის გამოსვლებს აღმაშფოთებელი უწოდა და მათ სამუდამოდ გაემიჯნა, შემთხვევით ისარგებლა. მეორე - ვეტოს დადებით გამოაჩინა საკუთარი ძალა და განაცხადა, რონ ამ ბერკეტს ექვსი თვის განმავლობაში გამოიყენებს. განსაკუთრებით სიმბოლურია, რომ მან მოსმენებთან დაკავშირებულ კანონს დაადო ვეტო, რომელიც რეზონანსული საკითხია. ვიცით, რომ მღვდლებიდან დაწყებული პოლიტიკოსებით დამთავრებული, ყველას უსმენდნენ. ვეტო რეზონანსულია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის და კიდევ ერთხელ დაფიქრდებიან, რატომ უნდათ საქართველოში მოსმენების გაძლიერება და ეს „ქართული ოცნების" პოლიციურ მიზნებს ხომ არ ემსახურება. ამიტომ ამ ვეტოს საგარეო დატვირთვაც აქვს. თუ ხელისუფლებას ჭკუა აქვს, პარლამენტმა ვეტოს დაძლევა არ უნდა მოინდომოს და გაჩერდნენ", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

სალომე ზურაბიშვილმა მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტს ვეტო დაადო. პრეზიდენტის თქმით, ყველა კანონს, რომელიც ამ ექვს თვეში იქნება მიღებული არასწორი მიმართულებით, ვეტოს დაადებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×