რეზონანსი
23.06.2022

როდესაც ირაკლი ღარიბაშვილმა დაიწყო გამოსვლა ევროკავშირის შესახებ, მას ჩაეჭრა რადიკალური ოპოზიცია და არ აძლევდნენ სიტყვის გაგრძელების საშუალებას, - ასე შეაფასა „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გუშინ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა.

კობახიძის თქმით, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა პარლამენტში სცადეს „ობსტრუქციის მოწყობა", თუმცა მათ ამის საშუალება მაინც არ მიეცათ.

„როდესაც ირაკლი ღარიბაშვილმა დაიწყო გამოსვლა, საუბარი დაიწყო ევროკავშირის თემით და საუბრობდა იმაზე, რომ აღიარებულ იქნა ჩვენი ქვეყნის ევროპული პერსპექტივა, რაც იყო ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი. აქ მას ჩაეჭრა მთელი რადიკალური ოპოზიცია და არ აძლევდნენ სიტყვის გაგრძელების საშუალებას. მათ სცადეს ობსტრუქციის მოწყობა და მთლიანად ამ რეჟიმში ცდილობდნენ, რომ გაეგრძელებინათ სხდომა. ამის საშუალება მათ არ უნდა მისცემოდათ და არც მიეცათ.

რაც შეეხება გუშინდელ გამოსვლას, ზოგადად, გვაქვს იმის სურვილი, რომ ხალხს ვესაუბროთ არა ამ თემებზე, რაზეც გუშინ გვიწევდა ყველას ერთად საუბარი - პრემიერსაც და ჩვენც, არამედ ვისაუბროთ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე და რას იწვევს ეს, რა შესაძლებლობებს აძლევს ეს ქვეყანას და ა.შ. ეს იქნებოდა უკეთესი სასაუბრო თემები, მაგრამ ამ ვითარებაში, როდესაც „შულავერის კომიტეტი" ცდილობს რაღაცები დაგეგმოს - ქვეყანაში არეულობა, უბედურება და ა.შ., ჩვენ პირველ რიგში პასუხი უნდა გავცეთ ამ გეგმებს და ეს გააკეთა გუშინ ირაკლი ღარიბაშვილმა და გავაკეთეთ ჩვენ. ლექსიკაც აბსოლუტურად სწორი იყო. გიჟებივით იქცეოდნენ ეს ადამიანები [ოპოზიციონერები], სამარცხვინოდ იქცეოდნენ. აქედან გამომდინარე, ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი. როდესაც ოპოზიციაა ასეთი სახით აჩვენებს საკუთარ თავს, მათ უნდა დაერქვათ ნამდვილი სახელი. ეს სჭირდება იმას, რომ საბოლოო ჯამში სწორად გაიაზროს საზოგადოებამ სად ვართ დღეს და ვინ ვინ არის", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×