რეზონანსი
23.06.2022

21 ივნისს მომღერალი ლევან კბილაშვილი 31 წლის ასაკში გარდაიცვალა. ჯერჯერობით გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, მას კორონავირუსის რამდენჯერმე გადატანის შემდეგ, მენჯის ძვლის დაშლა დაეწყო.სამწუხარო ინფორმაციამ მთელი საქართველო მოიცვა. გარდაცვლილის მეგობარმა დათო ლონდარიძემ ახლახან განაცხადა, რომ ლევანს დღეს საქართველოში ჩამოასვენებენ.

„თვითმფრინავი ვლადიკავკაზში უკვე ჩამოფრინდა. ბიჭები წავიდნენ, რომ სამშობლოში გადმოასვენონ. სავარაუდოდ, შუადღისთვის მოხდება ეს.პანაშვიდი 24 და 25 ივნისს გაიმართება. მისამართი: გლდანი, თიანეთის გზატკეცილი 6. გამოსვენება კვირას, 26 ივნისს, 14:00 საათზე სიონის საკათედრო ტაძრიდან", - ამბობს დათო ლონდარიძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×