რეზონანსი
23.06.2022

ქალაქი მიკოლაევი რუსული ძალების მიერ ხერსონის ტერიტორიიდან 3 ერთეული რაკეტით დაიბომბა. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინულ მედიაში ვრცელდება.

„ქალაქი მიკოლაევი ხერსონის რეგიონის ოკუპირებული ტერიტორიიდან 3 ერთეული რაკეტით ისევ დაიბომბა. რაკეტები ქალაქის საწარმოო და სოციალური ინფრასტრუქტურის შენობებს მოხვდა. დაშავდა ერთი მშვიდობიანი მოქალაქე, დეტალები ზუსტდება", - წერს ქალაქ ოდესის საბჭო „ტელეგრამის" გვერდზე.

ამასთან, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ოდესის რეგიონში გაშვებული კიდევ ორი რაკეტა წარმატებით ჩამოაგდეს. მედიის ცნობით, 23 ივნისს დილით, ქალაქ მიკოლაევში ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×