რეზონანსი
25.06.2022

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა.

„20 ივნისსაც, 24 ივნისსაც იქ იყვნენ ადამიანები, რომელთაც გულწრფელად, კეთილსინდისიერად სჯერათ, რომ მათი ვალი, გამოხატონ პოზიცია - საქართველოს მომავალი უკავშირდება ევროპას. ჩემი პატივისცემა თითოეული ასეთი ადამიანის გამოხატვას, რომელთაც ამას გულწრფელადა და კეთილსინდისიერად ახორციელებს. თუმცა, იგივე არ ეკუთვნის ადამიანებს, რომლებიც ამ ყველაფრის გამოყენებას მერკანტილური მოტივებით ცდილობს.

მაქარაშვილი და ვიღაც უნდა გახდნენ მინისტრები - ამაზეა საუბარი. გავიგე, ესაა მოთხოვნა, რომ მაქარაშვილი ან ვინმე სხვა, ლომჯარიაზე იყო საუბარი, გახდნენ მინისტრები და პრემიერ მინისტრები და ასე შემდეგ. მათ უნდათ, შექმნან საქართველოს ევროპული მომავალი, ამაზეა საუბარი! ეს გგონიათ საქართველოსთვის გამოსავალი?! ვისაც ასე სურს, ასე იფიქროს!", - განაცხადა სარჯველაძემ.

24 ივნისის აქციაზე ჩამოყალიბდა ახალი მოძრაობა „შინ ევროპისკენ", რომელმაც ერთი კვირის განმავლობაში პრემიერ-მინისტრის გადადგომა მოითხოვა. ოპოზიციის წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ მოძრაობის მოთხოვნები მათთან არის შეთანხმებული.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×