რეზონანსი
26.06.2022

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ იგორ ჟოვკვამ განაცხადა, რომ უკრაინა დროებით უარს ამბობს ნატოში გაწევრიანების ნაბიჯების გადადგმაზე. ამის შესახებ unian-ი წერს. მისივე თქმით, მოკლევადიან პერიოდში ნატოში გაწევრიანება შეუძლებელია.

„ნატოს წევრებმა უარყვეს ჩვენი მისწრაფებები. ამ ეტაპზე სხვას ვერაფერს გავაკეთებთ“, – აცხადებს ჟოვკვა.

აღსანიშნავია, რომ მადრიდის სამიტზე ნატო სახელმძღვანელო დოკუმენტის ახალ ვერსიას – სტრატეგიულ კონცეფციას მიიღებს. წინა ვერსია ავალდებულებს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს განავითაროს პარტნიორობა უკრაინასთან. ახალ გამოცემაში ნატომ კიდევ ერთხელ უნდა დაადასტუროს ეს პარტნიორობა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×