რეზონანსი
26.06.2022

როგორც მედია წერს, უკრაინაში ომის ფონზე, ახალი მკაცრი ზომა კრემლზე ზეწოლის გასაძლიერებლად იქნა მიღბული.

დიდი ბრიტანეთი, აშშ, იაპონია და კანადა რუსული ოქროს იმპორტს აკრძალავენ.

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ აღნიშნული აკრძალვა პირდაპირ დაარტყამს რუს ოლიგარქებსა და პუტინის ომის მანქანას.

„პუტინი ფლანგავს თავის მილევად რესურსებს ამ უაზრო და ბარბაროსულ ომზე. ის აფინანსებს თავის ეგოს როგორც უკრაინელი, ისე რუსი ხალხის ხარჯზე. ჩვენ უნდა შევუმციროთ პუტინის რეჟიმს საკუთარი დაფინანსება. დიდი ბრიტანეთი და ჩვენი მოკავშირეები სწორედ ამას აკეთებენ", - აღნიშნა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.

ოქრო რუსეთის უმსხვილესი არაენერგეტიკული ექსპორტია, რომელიც 2021 წელს რუსეთის ეკონომიკაში 12,6 მილიარდი ფუნტის ღირებულებას შეადგენდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×