რეზონანსი
26.06.2022

კიევში კვლავაც ისმოდა აფეთქებების ხმა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი ანტონ გერაშჩენკო ავრცელებს. აფეთქებებს კიევში ადასტურებს ტელეკომპანია ბიბისის რუსულენოვანი სამსახურის ჟურნალისტიც. აფეთქებების ხმა გაისმა ქალაქ ჩერკასკშიც.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის ოფისისი ხელმძღვანელის მრჩეველი „ტვიტერში" წერს, რომ დღეს კიევზე სარაკეტო თავდასხმა კვლავაც მოსალოდნელია.

„დღეს შეიძლება, მთელი დღე იმუშაონ კიევზე. ნუ უგულებელყოფთ უსაფრთხოების ზომებს", - წერს ალექსეი არესტოვიჩი.

შეგახსენებთ, კიევზე სარაკეტო თავდასხმა დღეს დილითაც მოხდა. რაკეტა მრავალსართულიან სახლს მოხვდა. შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი და რამდენიმე დაშავდა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, კიევზე სარაკეტო თავდასხმა კასპიის ზღვის საჰაერო სივრციდან მიიტანეს. როგორც უკრაინელი სამხედროების ამტკიცებენ, გამოყენებული იყო XA-101-ის ტიპის რაკეტები, რომელთა მოქმედების რადიუსი 5500 კილომეტრია.

წინასწარი ცნობით, კიევის მიმართულებით დღეს 4-დან 6-მდე რაკეტა გაუშვეს. ორი მათგანი უკრაინელებმა ჩამოაგდეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×