რეზონანსი
26.06.2022

7 წლის უკრაინელ ბავშვს კიევში მშვიდად ეძინა, სანამ რუსული ფრთოსანი რაკეტა არ აფეთქდა მის სახლში. უკრაინის გარშემო, კიდევ ბევრი თავდასხმების ქვეშ იმყოფება , - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ „ტვიტერის" საკუთარ გვერდზე განაცხადა და დაზარალებული ბავშვის ფოტო ატვირთა.

„დიდი შვიდეულის" სამიტმა უნდა მეტი სანქციებით უპასუხოს რუსეთს და უკრაინას მეტი მძიმე შეიარაღება გადმოსცეს. რუსეთის ავადმყოფი იმპერიალიზმი უნდა დამარცხდეს" , - დასძინა კულებამ.

ინფორმაციისთვის, დღეს კიევზე რუსულმა ძალებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს. შედეგად სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულები. მაშველებმა კორპუსის ნანგრევებიდან 7 წლის გოგონა გამოიყვანეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×