რეზონანსი
26.06.2022

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, ,,დიდი შვიდეულის" ქვეყნები ერთსა და იმავე მიზანს იზიარებენ - შუწყვიტონ ჟანგბადის მიწოდება რუსულ ომის მანქანას.

ამის შესახებ დიპლომატმა ბავარიაში ,,დიდი შვიდეულის" სამიტზე გამოსვლისას აღნიშნა.

მისი თქმით, ,, რუსეთის ომმა მსოფლიო საფრთხეში ჩააგდო" და ამან გავლენა მოახდინა სურსათისა და საწვავის მიწოდებაზე, ფასებსა და უსაფრთხოებაზე.

მიშელის განცხადებით, G7-სა და ევროკავშირს აქვთ "ურყევი ერთიანობა" უკრაინის მხარდასაჭერად და ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინის ფინანსურ, ჰუმანიტარულ და პოლიტიკურ მხარდაჭერას. ამასთან მიშელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მზად არის უზრუნველყოს და მეტად დაუჭიროს მხარი დაუჭიროს უკრაინის აღდგენას.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თქმით, ომი ასევე აყალიბებს ევროკავშირს, უკრაინისა და მოლდოვასთვის კანდიდატის სტატუსის მიცემით.

,,ომი ნიშნავს, რომ მსოფლიო შეიცვალა შარშანდელი G7-ის სამიტის შემდეგ კორნუოლში. მსოფლიო გვიყურებს - მოდით მივიღოთ სწორი გადაწყვეტილებები და დავიცვათ საერთაშორისო სამართალი", - განაცხადა შარლ მიშელმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×