რეზონანსი
26.06.2022

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შემდეგ მისი ლიდერობისთვის შეაქო და მოუწოდა დასავლეთს, დარჩეს ერთიანი. ინფორმაციას დასავლური მედია ავრცელებს.

„ჩვენ ერთად უნდა დავრჩეთ", - განუცხადა ბაიდენმა შოლცს გერმანიაში ,,დიდი შვიდეულის" სამიტის წინ გამართულ შეხვედრაზე.

ბაიდენის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იმედოვნებდა, რომ „ნატო და ,,დიდი შვიდეული" როგორმე დაიშლებოდნენ", მაგრამ ისინი არ დაშლილან და არც აპირებენ.

ბაიდენმა შეაქო შოლცის ხელმძღვანელობა, როგორც დიდი შვიდეულის ამჟამინდელი თავმჯდომარე ევროპაში რუსეთის ომისა და შემდგომი გლობალური ეკონომიკური შედეგებით გამოწვეული კრიზისის დროს.

„მინდა გითხრათ კომპლიმენტი, იმისთვის რასაც აკეთებთ. თქვენ დიდი გავლენა მოახდინეთ დანარჩენ ევროპაზე, განსაკუთრებით უკრაინასთან დაკავშირებით", - განუცხადა ბაიდენმა შოლცს.

ბაიდენის თქმით, მათ არ უნდა მისცენ რუსეთის აგრესიას შეინარჩუნოს ის ფორმა, რაც ახლა აქვს.

,,ჩვენ ამ აგრესიას იმ ფორმის შენარჩუნების საშუალება არ უნდა მივცეთ, რაც ახლა აქვს"-განაცხადა პრეზიდენტმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×