რეზონანსი
26.06.2022

რაც დრო გავა, უფრო და უფრო დაფასდება ის სამშვიდობო პოლიტიკა, რასაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს - წერს ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში, რითაც რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის, დიმიტრი მედვედევის განცხადებას ეხმიანება, რომელიც მოლდოვას ღიად ემუქრება იმ შემთხვევაში, თუ ის რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს შეუერთდება.

„ადრეც ვთქვი და კიდევ გავიმეორებ,რომ საქართველოს უწევს დანის პირზე სიარული...რუსეთი მოლდოვას პირდაპირ ემუქრება და რაც უკრაინაში ჩაიდინა იმავეს გაიმეორებს... ვინმე შეუშლის ხელს? ძალიან სწორი პოზიცია დაიჭირა საქართველომ,რომ არ აჰყვა ემოციებს, უაზრო სანქციებს და მიზანმიმართულად პრაგმატული პოლიტიკა გაატარა...მოლდოვამ მიიღო სტატუსი და ოფიციალურად განაცხადა სანქციების დაწესებაზე,რაზეც პირდაპირი მუქარა მიიღო...

რაც დრო გავა, უფრო და უფრო დაფასდება ის სამშვიდობო პოლიტიკა,რასაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს", - წერს ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×