რეზონანსი
26.06.2022

რამდენიმე დღიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად, წალენჯიხის სოფელ მედანში მეწყრული პროცესები განვითარდა, რის გამოც საკარმიდამო ნაკვეთები და თხილნარია დაზიანებული. საუბარია დაახლოებით 2 ჰა მიწის ფართობზე, სადაც მიწა ორად არის გაყოფილი. მეწყრული პროცესების შედეგად ასევე დაზიანებულია ელექტროგადამცემი ბოძები, ბუნებრივი აირის მილები და წყალსაქაჩი ტუმბოები. უხვმა ნალექმა ჩამორეცხა შიდა საუბნო გზები და სახნავ-სათესი სავარგულები. ადგილობრივების განცხადებით, ნალექმა გაანადგურა მოსავლის უმეტესი ნაწილი. დაზარალებული მოსახლეობა ხელისუფლებას მიმართავს.

სტიქიის ზონაში იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და შესაბამისი სამსახურები. შექმნილია ზარალის დამთვლელი კომისია. პარალელურად შეიქმნება სპეციალისტთა ჯგუფი, რომელიც ადგილზე შეისწავლის არსებულ გეოლოგიურ პროცესებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×