რეზონანსი
27.06.2022

ეს არიას ძალიან მაღალი რანგის სამიტი, რომლის ფორმატშიც განიხილება კონტინენტზე და მთლიანად მსოფლიოში უსაფრთხოების საკითხები, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ „ქრონიკაში" მადრიდის სამიტზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი უკრაინაში რუსეთის აგრესიაზე გაკეთდება.

„რა თქმა უნდა, საქართველოსთვის ეს არის კიდევ ერთი დამატებითი შესაძლებლობა იმისა, რომ წლიდან წლამდე ვაღრმავებთ ჩვენს პარტნიორობას და ურთიერთობას ნატოსთან", - განაცხადა მიქანაძემ.

მთავრობის მეთაურმა სამიტზე მიწვევის ოფიციალური წერილი სტოლტენბერგისგან ერთი კვირის წინ მიიღო. მიწვევის წერილში ნატოს ოფიციალური პირი ამბობს, რომ მიესალმება საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეხვედრაზე, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ნატოს წევრი სახელმწიფოების მეთაურები.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×