რეზონანსი
28.06.2022

NATO-ს გაფართოება უკრაინით, სამხრეთ კავკასიით, საქართველოს ჩათვლით, რუსეთისთვის გაცილებით უფრო მტკივნეული თემაა, რადგან ეს არის უშუალოდ მის საზღვრებთან, მათი გაგებით მავნე გავლენების მიახლოების წინაპირობა, - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა, ვიქტორ ყიფიანმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

„ჩვენ ჯერ უნდა გავარჩიოთ რუსეთის მექანიკური და საგნობრივი რეაქცია NATO-ს გაფართოებაზე. შვედეთთან და ფინეთთან მიმართებით რუსეთს ჰქონდა ზომიერი რეაქცია, თუმცა იყო გარკვეული შეფასებები და გამონათქვამები, მაგრამ არ მგონია, რომ ეს შეფასების იქით უფრო შორს წავიდეს. რაც შეეხება დანარჩენ ქვეყნებს, რუსული გეოპოლიტიკური დოქტრინა საკითხებს ყოველთვის სამხედრო პრიზმაში აფასებს. არის ასეთი ტერმინი - როგორიც არის „სტრატეგიული სივრცე“. შვედეთი და ფინეთი ამ მხრივ ნაკლებად პრობლემატურია. მაშინ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ უკრაინაზე ან სამხრეთ კავკასიაზე, საქართველოს ჩათვლით, რუსეთისთვის გაცილებით უფრო მტკივნეული თემაა, რადგან ეს არის უშუალოდ მის საზღვრებთან, მათი გაგებით მავნე გავლენების მიახლოების წინაპირობა. შესაბამისად, უკვე ქვეყნის შიგნით ქართული ინტერესების ინფილტრაცია. ამიტომ როდესაც ჩვენ გაფართოებაზე ვსაუბრობთ, ამაშიც კლასიფიცირება უნდა მოვახდინოთ - ის გაფართოება, რომელიც შედარებით უმტკივნეულოა რუსეთისათვის, თუ ის, რომელსაც ის ცოცხალი თავით არ დათმობს და ჩვენ ამისთვისაც მზად უნდა ვიყოთ“,- აღნიშნა ვიქტორ ყიფიანმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×